„ნაცმოძრაობა არის სენი,  მალე უნდა დაგვეხსნან და დაისვენებს ქვეყანა. საზოგადოებამ „ნაცებს“  წითელი ბარათი აჩვენა, მათ კი ფილმ „მოჩვენებისა“ არ იყოს, არ უნდათ დაჯერება, რომ პოლიტიკურად მკვდრები არიან.

კარგი, ჯანსაღი ახალგაზრდობა მოდის და მათგან  კრიტიკას მივიღებთ, თქვენგან კი -  არასდროს“,  -განაცხადა თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა შალვა ოგბაიძემ.

საკრებულოს წევრმა ოპონენტებს დღეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეახსენა.

„სულ ახლახან ჩემი შვილები სტრასბურგის სასამართლომ დაზარალებულად ცნო პოლიტიკური დევნის კი არა, წამების გამო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კი მომწერა, ეტყობა კრიმინალი შვილები გყავთ, უმიზეზოდ იმ დროს არავის აწამებდნენო. აქ, ამ დარბაზში, არცერთს არ მოუხდია ჩემთვის ბოდიში, რომელ მერაბიშვილზე და კეზერაშვილზეა ლაპარაკი“,  - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.