"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ისინი პრეზიდენტთან ერთად სამ საკვანძო საკითხზე მუშაობენ.

"ჩვენ ერთობლივად ვმოქმედებთ იმისთვის, რომ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული სასწრაფოდ გათავისუფლდეს, დაინიშნოს არჩევნები და მესამე ეს არის იმ საკვანძო საკითხების გადაწყვეტა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში გვქონდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.