პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.


საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები  იმყოფებოდნენ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.