დღესდღეობით ლარში დანაზოგები სულ უფრო მეტად მზარდია. მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი მოქალაქეებიც კი ლარში ინახავენ თავის დანაზოგებს საქართველოში, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ლარი საკმაოდ მტკიცე და მიმზიდველია. მისივე თქმით, ეროვნული ვალუტისადმი ნდობა წლების განმავლობაში ყალიბდებოდა.

„ამ ნდობას ჩვენ ვაშენებთ და ძალიან ვუფრთხილდებით. ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით არ დავუშვებთ, რომ ლარი იქცეს პოლიტიკოსების სპეკულაციების სამიზნედ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.