პირდაპირ გეტყვით, ამხელა პარტიის თავმჯდომარეობას გავქაჩავ კიდეც, საქმესაც გავაკეთებ, 24 საათი არ დავიძინებ, პარტიულ ინფრასტრუქტურასაც ავადუღებთ, ხალხსაც გავააქტიურებთ და გადამწყვეტ ბრძოლასაც დავიწყებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა "ტვპირველის" ეთერში განაცხადა.

"პირდაპირ გეტყვით, ამხელა პარტიის თავმჯდომარეობას გავქაჩავ კიდეც, საქმესაც გავაკეთებ, 24 საათი არ დავიძინებ, პარტიულ ინფრასტრუქტურასაც ავადუღებთ, ხალხსაც გავააქტიურებთ და გადამწყვეტ ბრძოლასაც დავიწყებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მე ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ პარტიის მართვაში, იქნება ეს კეზერაშვილი, თუ მერაბიშვილი, ვერ ჩამერევა ვერავინ გარდა პარტიისა, რომელიც არის "ნაციონალური მოძრაობა" და პირდაპირ გეტყვით იმასაც, რომ პოლიტიკური გავლენით ვაღიარებ ერთ ადამიანს, რომელსაც ჩემდა სამწუხაროდ დღეს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს",- აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.