მათ ყველანაირად სცადეს, რომ შეეფერხებინათ ამ საქველმოქმედო პროექტის გაგრძელება. აქედან ჩანს, რამდენად მავნებლები არიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ ფონდ „ქართუს“ დენდროლოგიური პარკის პროექტზე საუბრისას განუცხადა.

„ისინი ერთგვარ პოლიტიკურ-ლობისტურ საქმიანობას აწარმოებდნენ ამ პროექტის წინააღმდეგ. მათ შორის, კენიის ხელისუფლებასთან ჰქონდათ კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით და ამის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხეების ტრანსპორტირება საქართველოში შეფერხდა. ანუ, მათ ყველანაირად სცადეს, რომ შეეფერხებინათ ამ საქველმოქმედო პროექტის გაგრძელება. აქედან ჩანს, რამდენად მავნებლები არიან ისინი.

დენდროლოგიური პარკი, ისე როგორც ფონდ „ქართუს“ ყველა საქველმოქმედო პროექტი, წლებია რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების და მათი მედიასაშუალებების სამიზნეა. მათ ფეიკნიუსების ახალი ტალღის მიზეზად დენდროპარკისთვის კენიიდან ბაობაბების ტრანსპორტირება გამოიყენეს. ოპოზიციურმა მედიებმა ამ თემით სკანდალის შექმნა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, კენიიდან ფოთამდე 8 ბაობაბის ჩამოტანის შემდეგ სცადეს. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ხეები კანონდარღვევით შეისყიდა, რამაც კენიის მოსახლეობაც კი აღაშფოთა“, - აღნიშნა კობახიძემ.