ადგილთ გადანაცვლებით და ოფისების ლოკაციის შეცვლით, რადიკალური ოპოზიციის მავნებლური ბუნება არ იცვლება - ხალხი მორიგ ჯერზეც გაგცემთ პასუხს! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს:
"მილევად რეჟიმში მყოფმა "ნაცმოძრაობამ", ვფიქრობ ბოლოჯერ "განაახლა" პოლიტიკური გარდერობი. მიკროპარტიებად წარმოდგენილი ოპო. პარტიებიც აჰყვებიან. ადგილთ გადანაცვლებით და ოფისების ლოკაციის შეცვლით, რადიკალური ოპოზიციის მავნებლური ბუნება არ იცვლება - ხალხი მორიგ ჯერზეც გაგცემთ პასუხს!
მოკლედ, ისღა დაგრჩენიათ, ერთმანეთს შეეჯიბროთ ოქტომბრის არჩევნებში რომელი აიღებთ "პირველი ოპოზიციონერის" ადგილს - "ქართული ოცნება" კი ღირსეულად და შთამბეჭდავი უმრავლესობით მოიგებს არჩევნებს!"