„ქართული ოცნების“ პირობებში დაიწყო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, მივიღეთ თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის, გაღრმავებული პარტნიორობა ნატოსთან, ორპარტიული მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტაბების მხრიდან“, - თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების’’ წევრის ცოტნე კობერიძის ბრალდებებს უპასუხა.
,,მრავალი თაობის ისტორიული მიზანი ძალიან ახლოს არის ასრულებასთან. მივიღეთ პერსპექტივა ევროკავშირიდან და ველოდებით კანდიდატის სტატუსის მიღებას. საქართველო არის მოწინავე ქვეყანა იმ ქვეყნების რიგში, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ჩვენ მოძმე უკრაინელ ხალხს. ამავე დროს, თუკი ქვეყანაში კიდევ ერთი ომი დაიწყებოდა, თქვენ და თქვენი პარტიის ლიდერებს, თქვენი პარტნიორი პარტიების წევრებს, ისევ საზღვართან და ხიდებთან გნახავდით“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
საკრებულოს წევრმა ასევე ხაზი გაუსვა ეკონომიური მაჩვენებლის მატებას და საქართველოს, როგორც ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობას. „ამ ყველაფრის შედეგია ისიც რომ, რომ დღეს საკრებულოს სხდომაზე განვიხილავთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) „თბილისის მეტროს მოდერნიზაციის” პროექტის მხარდაჭერას, რაც იქნება მნიშვნელოვანი და ისტორიული თბილისისთვის“ - აღნიშნა დასასრულს გიორგი ჩაკვეტაძემ.