საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი კომიტეტის დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პორტუგალიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს კარლუშ ედუარდო რეისს შეხვდნენ.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.
ასევე, მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გამოწვევები. პორტუგალიელ კოლეგებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრები: ლევან ქარუმიძე და დავით