"ხალხის ძალის" გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის უხეში ჩარევა შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა.
"მთავარი პარტნიორის მხრიდან კიდევ ერთი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული, ეს არის უხეში ჩარევა შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. როდესაც კანონმდებელი სანქცირდება კანონის მიღებისთვის, ეს მიუღებელია. ეს არის დემოკრატიის უკუსვლა და დასავლური დემოკრატიის შავი დღე. როდესაც გრიგორიადისი შეწყალებულია იმისათვის, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, ეს არის ძალადობის ხელშეწყობა. როდესაც პოლიციელი სანქცირდება, ეს არის ძალადობის აღკვეთის ხელის შეშლა. ისე რომ, ვფიქრობ ასეთი დამოკიდებულება არის დაუშვებელი და წინაპირობა იმის, თბილისში მივიღოთ უკრაინული მაიდანიზაცია, რასაც აუცილებლად ექნება ომის განვითარება.
რადგან რეალობა ამდაგვარია, რომ ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მით უმეტეს ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები. ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა: ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ - პირველი პაკეტი მოიცავს "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს