რუსეთი ვადიმ კრასიკოვის სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს, რომელიც ჩეჩენი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის, გერმანიაში სამუდამო პატიმრობას იხდის. პატიმრების გაცვლის კანდიდატებს შორის არის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სახელი, წერს The Wall Street Journal.

გამოცემის მაღალი რანგის თანამოსაუბრე ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხოლოდ კრასიკოვის გაცვლით არის დაინტერესებული. შეერთებული შტატები, გერმანიაში მყოფ მსჯავრდადებულ რუს მკვლელზე გაცვლით, თავისი მოქალაქეების გადარჩენაზე ამყარებს იმედებს: ყოფილ საზღვაო ქვეითი პოლ უელანი, რომელსაც, რუსეთის ფედერაციაში, 2020 წელს, ჯაშუშობის ბრალდებით, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ასევე, WSJ-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც მარტიდან იგივე მუხლით დააკავეს.

ამავდროულად, განიხილება დასავლეთის ქვეყნებში მსჯავრდადებული რუსების მრავალმხრივი გაცვლა რუსეთში მსჯავრდადებულ უცხოელებში, ასევე დაპატიმრებულ პოლიტპატიმრებში, როგორიცაა ნავალნი, აღნიშნავენ WSJ-ის წყაროები.

ამავდროულად, კრასიკოვის გაცვლის შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკება "სენსიტიური და არაპროგნოზირებადი" იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გამო, აღიარებენ გამოცემის თანამოსაუბრეები. ხანგოშვილის მკვლელობა ერთ-ერთ "მოულოდნელად მტკივნეულ მოვლენად იქცა გერმანიისთვის" და დიდი აღშფოთება გამოიწვია გერმანიის ელიტაში. კრასიკოვის პოტენციური გაცვლა რუსეთში, შეიძლება "პოლიტიკური კონფლიქტის საგანი" გახდეს, - ამის შესახებ ადრე, DW-თან საუბარში, პოლიტოლოგმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის რუსული პროგრამის დირექტორმა ალექსეი იუსუპოვმა აღნიშნა.

2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინის ტიერგარტენის პარკში, რუსმა ვადიმ კრასიკოვმა, რომელიც ვადიმ სოკოლოვის სახელით მოგზაურობდა, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა. პოლიციამ მკვლელის დაკავება მოახერხა და 2021 წლის 15 დეკემბერს მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ბერლინის რეგიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მკვლელი "რუსეთის ცენტრალური მთავრობის ბრძანებით მოქმედებდა და რუსეთის უსაფრთხოების აპარატის ნაწილი იყო".