თურქეთმა მწვავედ დაგმო სტოკჰოლმში, შვედეთის საელჩოს წინ დღეისათვის დაგეგმილ ყურანის დაწვის აქციის ჩატარებაზე შვედეთის ხელისუფლების თანხმობა.
დანიის და შვედეთის მოქალაქეობის მქონე მემარჯვენე ექსტრემისტ რასმუს პალუდანისთვის სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვაზე შვედეთის ხელისუფლების მიერ ნებართვის გაცემას თურქეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ანკარამ თურქეთში შვედეთის ელჩი დაიბარა, მას თურქეთის ხელისუფლების უკიდურესად მწვავე რეაქციის შესახებ აცნობა და იმედი დაიტოვა, რომ სტოკჰოლმი არ დაუშვებს აქციის ჩატარებას.
ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი რასმუს პალუდანი ცნობილია თავის ანტიისლამური გამოსვლებით. მან რამდენჯერმე საჯაროდ დაწვა ყურანი.
რამდენიმე დღის წინ სტოკჰოლმში ერდოღანის თოჯინის ჩამოხრჩობა და ახლა პალუდანისთვის აქციის ჩატარებაზე ნებართვის გაცემა, ცხადია, რომ შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე თურქეთისგან თანხმობის მიღებას, სულ მცირე, აყოვნებს.