სუდანის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ქვეყნის მთავარი ოპოზიციური და უდიდესი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი "ალ-უმა" სადიკ ალ-მაჰდი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადგილობრივ პოლიტიკოსად ითვლებოდა, გარდაიცვალა 85 წლის ასაკში. ამის შესახებ ტელეარხი ალ-არაბია იუწყება.
მისი წყაროების თანახმად, ალ-მაჰდის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით ინფიცირება გახდა. ალ-მაჰდი სუდანის ბოლო დემოკრატიულად არჩეული პრემიერ მინისტრია. ის მთავრობას ხელმძღვანელობდა 1986 წელს, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ომარ ალ-ბაშირმა დაამხო იგი.