საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თურქეთის ქალაქ იზმირის მთავარი სიმბოლო „საათის კოშკი“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს დიპლომატიური მისიების ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად, საქართველოს დროშის ფერებში განათდა და ასევე, ეროვნული დროშა გამოისახა თურქეთის ქალაქ იზმირის მთავარ სიმბოლოზე „საათის კოშკზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.