ნეპალის, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა, 4200-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.
ხელისუფლების ცნობით, ნეპალში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 903 ადამიანი დაიღუპა.
გარდა ამისა, ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ 4247 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
ჩინოვნიკების ცნობით, ამ დროისთვის 10 000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა, გვირაბებში სულ მცირე 923 მუშაა ჩარჩენილი.
ამასობაში, ტიბეტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 546 დაკარგულად ითვლება.
პეკინის თქმით, ტიბეტში, ნეპალთან საზღვრის მახლობლად, 23 ქვეყნის 271 მოქალაქეა დაკარგული.
წყარო: "სკაი ნიუსი"
მოამზადა რაულ კაპანაძემ




