ნეპალის კატასტროფების მართვის სააგენტომ (NDRRMA) დაღუპულთა შესახებ მორიგ ინფორმაციას აქვეყნებს.
ნეპალის დროით დილის 9 საათის მონაცემებით, 734 ცხედარი იქნა ნაპოვნი. ეს 59-ით მეტია გუშინ საღამოს დაფიქსირებულ 675 ცხედარზე.
სააგენტოს ცნობით, ნეპალში ამჟამად დაკარგულთა რიცხვი 2498-ს შეადგენს, რომელთაგან 589 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
წყარო: "სკაი ნიუსი"
მოამზადა რაულ კაპანაძემ




