ნეპალსა და ტიბეტში მომხდარი მასშტაბური სტიქიური უბედურების შედეგად, ბოლო მონაცემებით, ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რეგიონში რამდენიმე დღის განმავლობაში არ წყდებოდა ძლიერი ნალექი, რამაც კატასტროფული წყალდიდობა და მეწყრული პროცესები გამოიწვია.
უწყვეტი ნალექების გამო, მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც მრავალი დასახლებული პუნქტი დატბორა. სტიქიამ სრულად გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც რეგიონის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამაშველო სამსახურები სტიქიის ზონაში მობილიზებულნი არიან და დაზარალებულთა დახმარებას ცდილობენ. თუმცა, რთული რელიეფური პირობებისა და ჩამოშლილი გზების გამო, მაშველები ზოგიერთ ეპიცენტრში შესვლას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ.
საგანგებო სიტუაციების უწყებები ვარაუდობენ, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების პარალელურად, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.




