ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ირანის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე შესაძლო დარტყმის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას „სასოწარკვეთილების ნიშანი“ უწოდა.

„კრიტიკული ინფრასტრუქტურა ხალხის სიცოცხლის წყაროა. მისი მიზანში ამოღების შესახებ მუქარა, დაწყებული სატრანსპორტო ქსელებიდან, დამთავრებული ელექტრო და წყალმომარაგების სისტემებით, არ არის სიძლიერის დემონსტრირება, არამედ  სასოწარკვეთილების ნიშანია ერის ნების წინაშე“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.

მისი თქმით, ირანი ნებისმიერ ზეწოლას და მუქარას გაუძლებს.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე ახალი დარტყმების ბრძანება გასცეს.