ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გააკრიტიკა ისრაელის პოლიციის გადაწყვეტილება, რომელმაც იერუსალიმის ლათინ პატრიარქს აღდგომის ტაძარში ბზობის წირვაზე დასწრება შეუზღუდა.
მან ეს ქმედება „რელიგიური თავისუფლების დარღვევად“ შეაფასა.
„იერუსალიმში თაყვანისცემის თავისუფლება გამონაკლისის გარეშე ყველა რელიგიისთვის სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. იერუსალიმის მრავალრელიგიური ხასიათი უნდა იყოს დაცული“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პოლიციის თანამშრომლებმა იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და წმინდა მიწის მცველს, მამა ფრანჩესკო იელპოს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად შესვლაში ხელი შეუშალეს.
ისრაელის მთავრობის განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა ბალისტიკური რაკეტებით არაერთხელ მიიტანა იერიში იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილებზე და ერთ-ერთი დარტყმის დროს რაკეტის ფრაგმენტები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა. მათივე განცხადებით, მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს.
The decision by Israeli police to bar Jerusalem’s Latin Patriarch from entering the Church of the Holy Sepulchre on Palm Sunday constitutes a violation of religious freedom and long-standing protections governing holy sites.
— Kaja Kallas (@kajakallas) March 29, 2026
Freedom of worship in Jerusalem must be fully…










