ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე მხოლოდ „ჰამასს“ მოუტანს სარგებელს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჰუმანიტარული პაუზები ინსტრუმენტებია დროის გარკვეული პერიოდებისთვის, თუმცა ეს იგივე არ არის, რაც ცეცხლის შეწყვეტა“, - თქვა კირბიმ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აშშ ყველაფერს აკეთებს, რომ ისრაელს ჰქონდეს შესაძლებლობა, “ჰამასის” ტერორისტული ორგანიზაციისგან თავი დაიცვას. აშშ ასევე დაინტერესებულია ერთი მხრივ, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს, ხოლო მეორე მხრივ, “ჰამასის” მიერ აყვანილი მძევლები გათავისუფლდნენ.

ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ მუშაობენ  ღაზის სექტორიდან ამერიკელების გამოსაყვანად.

„ძალიან ბევრს ვმუშაობთ მათი უსაფრთხო გამოყვანის გზის მოსაძებნად“, – განაცხადა კირბიმ.