ევროკავშირის სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ უნგრეთის მიერ 2021 წელს მიღებული ცვლილება „ბავშვთა და ოჯახის დაცვის შესახებ“ კანონში, რომელსაც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ „ანტილგბტ კანონი“ უწოდა, არღვევს ევროზონის წესებს, - ნათქვამია სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ევროკომისიის მიერ შეტანილი სამართალდარღვევის შესახებ სარჩელის განხილვის შემდეგ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა რამდენიმე დონეზე:
შიდა ბაზარზე მომსახურების შესახებ პირველადი და მეორადი კანონმდებლობა;
ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტია;
მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია;
ევროკავშირის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური ღირებულებები.
უნგრული მედია განმარტავს, რომ თუ უნგრეთი სადავო კანონში ცვლილებებს ვერ შეიტანს, შესაძლოა ახალი პროცედურა დაიწყოს, ამჯერად სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო უნგრეთისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ. თუ სახელმწიფო ამ ჯარიმას ვერ გადაიხდის, თანხა - შესაძლოა გაზრდილი გადაუხდელობის გამო დარიცხული პროცენტებით - სავარაუდოდ, ევროკავშირის უნგრეთისთვის განკუთვნილ სუბსიდიას გამოაკლდება.




