ევროკავშირის 13 ქვეყნის მთავრობამ, მათ შორის, გერმანიამ, ავსტრიამ და იტალიამ, ევროკომისიას მოუწოდა, ახალი ნორმების მიღებამდე ჯერ არსებულ ევროპულ რეგულაციებს გადახედოს და გაამარტივოს. გამოუქვეყნებელ წერილში, რომლის ამონარიდებიც გაზეთმა Die Welt-მა გამოაქვეყნა, ისინი გამოდიან წინადადებით, გამოცხადდეს "განხორციელებისა და კონსოლიდაციის წელი" — ერთგვარი პაუზა რეგულირებაში.

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ბრიუსელმა ნაკლები კანონი უნდა მიიღოს და ისინი უფრო მარტივი გახადოს, რათა შემცირდეს ტვირთი ევროპულ კომპანიებზე. მათი აზრით, ეს განამტკიცებს ეკონომიკას, გაზრდის ევროკავშირის კონკურენტუნარიანობას და, საბოლოო ჯამში, გაზრდის კეთილდღეობას.

როგორც Die Welt აღნიშნავს, საუბარია ბიუროკრატიის შემცირების არსებულ მოთხოვნაზე, თუმცა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თითქმის ნახევარმა ის კვლავ ერთობლივად ჩამოაყალიბა ხუთგვერდიან დოკუმენტში, საკმაოდ ნიშანდობლივია.