არჩევნები საქართველოში ამომრჩეველს ფართო არჩევანის საშუალებას სთავაზობდა, სადაც კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, – ამის შესახებ ფინელი დეპუტატის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას სტატიაშია აღნიშნული, რომელსაც „ევრონიუსი“ აქვეყნებს.
მე ახლახანს ვხელმძღვანელობდი ორ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას, აშშ-სა და საქართველოში, სადაც ვიმუშავეთ სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არჩევნების შესახებ ავტორიტეტული განცხადების გასაცემად. მე ვიყავი სადამკვირებლო მისიის ლიდერი, ვნახე მწვავე პოლარიზაცია პარტებს შორის, მაგრამ ასევე არჩევნები, რომელიც ამომრჩევლებს ფართო არჩევანის საშუალებას სთავაზობდა, სადაც კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება.
42 ქვეყნიდან 500-ზე მეტმა საერთაშორისო დამკვირვებელმა, რომლებმაც ამ მისიაში მიიღეს მონაწილეობა, დაეხმარნენ ქართველ ხალხს, გაეგოთ, როგორ მოვიდა ხელისუფლებაში მათი ახალი მთავრობა და მიაწოდეს მიმართულების მიმცემი რეკომენდაციები საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების შესახებ, რომლებიც მომავალში უნდა გამოსწორდეს.
მე უკვე შევთავაზე ახლად არჩეულ საქართველოს მთავრობას ეუთო-ს საპარალმენტო ასამბლეასთან ითანამშროლოს კონსტრუქციულად საკანონმდებლო ორგანოში ახალი რეკომენდაციების განხილვის მიზნით, რაც მალე ოდირის დასკვნაში იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა პია კაუმამ.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.