რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინის ენერგოსისტემის ნახევარი დაზიანებულია. ამავდროულად, ქვეყანა თავს იცავს, რადგან "ბევრი ისწავლა." ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენი ენერგოსისტემის ნახევარი დაზიანებულია და ჯერ კიდევ გვიწევს ქვეყნის მართვა ომის პირობებში და მთელი მსოფლიოსგან მხარდაჭერის მიღება," - აღნიშნა მინისტრმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტები ომში რეალური პრობლემაა. ბოლო დროს მათ რუსეთის ფედერაცია ძირითადად უკრაინის ენერგოსისტემის დასანგრევად იყენებს.
კულებას თქმით, თუ სხვა ქვეყნის ენერგოსისტემაზე ამ მასშტაბის თავდასხმა რომ მომხდარიყო, "ბევრად უარესი შედეგები იქნებოდა, ვიდრე უკრაინაში."
მან აღნიშნა, რომ უკრაინა თავს ისევ იცავს, რადგან "ბევრი ისწავლა."
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ მიიღო მტკიცებულება, რომ რუსები კამიკაძეს დრონებს იყენებენ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ატომურ რეაქტორებზე.