ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შეხვდება.
„19 ნოემბერს, პრეზიდენტი სი ძინპინი შენჭენში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ჩინეთ-რუსეთ-აშშ-ის სამიტს გამართავს“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ინფორმაცია დაადასტურა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც.
ამასთან, როგორც პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ასევე განაცხადა, მოსკოვი იმედოვნებს, რომ სამმხრივი შეხვედრა დადებით გავლენას მოახდენს საერთაშორისო ვითარებაზე.
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი შენჭენში 18-19 ნოემბერს გაიმართება.




