ამის შესახებ უნგრული მედია წერს.

ბუდაპეშტის „ორკუდა ძაღლების“ პარტიის კანდიდატი ხმის მისაცემად ხალათმოსხმული, ფლოსტებში ფეხებწაყოფილი და პირში კბილის ჯაგრისით მივიდა.

ბუდაპეშტში უნგრეთის „ორკუდა ძაღლების“ პარტიის კანდიდატი ტამაშ ბომბიჩი მე-16 ოლქის მე-14 საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. თავად პარტიამ კვირა დილით განაცხადა, რომ „მან კბილების გამოხეხვის დასრულებამდეც კი ვერ მოითმინა და სწორ ადგილას საჭირო მონიშვნა გააკეთა“ , - განაცხადა „ორკუდა ძაღლების“ პარტიამ სოციალურ ქსელში.