ბრიტანეთმა ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ისრაელის მოქალაქეებს შეზღუდვები დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო დაუწესეს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაწესებული სანქციები მკაცრ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს ითვალისწინებს.
მანამდე, მსგავსი ბრალდებით ისრაელის რამდენიმე მოქალაქე აშშ–მაც დაასანქცირა.