საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აგვისტოს თვის ეკონომიკური ზრდის შესახებ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზღვრა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე არსებული მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი თვიურ ჭრილში უფრო დაბალი იყო მხოლოდ აპრილში (ზრდა წინა წლის აპრილთან შედარებით 6,2%). 
მოამზადა რაულ კაპანაძემ




