სტამბოლში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დაასრულეს ასპარეზობა პარიზის ოლიმპიური თამაშების ბოლო თვრამეტი ლიცენზიის მოსაპოვებელ საკვალიფიკაციო ტურნირზე.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, 86 კგ წონითი კატეგორიის ფალავანი ვლადიმერ გამყრელიძე საკვალიფიკაციო ტურნირზე მესამე ადგილის დასაკავებლად და პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად უკრაინელ ვასილ მიხაილოვს შეხვდა.
ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე 8:3 დაამარცხა და პარისის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოივა
ამრიგად, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოთხ წონით კატეგორიაში (65-86-95-125კგ) ეყოლება წარმომადგენელი.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ექვსივე წონით კატეგორიაში მხოლოდ ეგვიპტელი და ირანელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იბრძოლებენ მედლებისთვის.
საკვალიფიკაციო ტურნირების დასრულების შემდეგ 96 ლიცენზია ქვეყნებზე ასე გადანაწილდა:
აზერბაიჯანი, აშშ, რუსეთი - ექვს-ექვსი ლიცენზია;
ირანი - ხუთი ლიცენზია;
ბელარუსი, ეგვიპტე, იაპონია, პუერტო-რიკო, საქართველო - ოთხ-ოთხი ლიცენზია;
ალბანეთი, კუბა, მონღოლეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი - სამ-სამი ლიცენზია;
ავსტრალია, გვინეა-ბისაუ, თურქეთი, კანადა, მექსიკა, საბერძნეთი, სერბეთი, სომხეთი, უნგრეთი - ორ-ორი ლიცენზია;
ალჟირი, ბაჰრეინი, ბულგარეთი, გერმანია, დომინიკა, ვენესუელა, ინდოეთი, ნიგერია, პოლონეთი, სან-მარინო, სამოა, სამხრეთ-აფრიკა, სლოვაკეთი, ტაჯიკეთი - თითო-თითო ლიცენზია.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭიდავეები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებზე 1996 წლიდან ასპარეზობენ. იმ დროს მოჭიდავეები ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირების გაუვლელად, ათ წონით კატეგორიაში იბრძოდნენ, მედლებისთვის და საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთხი ოლიმპიელი ჰყავდა.
2000 წლიდან მოჭიდავეები (ფედერაციები) ოლიმპიურ ლიცენზიებს საკვალიფიკაციო ტურნირებში მოიპოვებდნენ და 2000 წელს მედლები რვა, ხოლო 2004-2008-2012 წლებში შვიდ წონით კატეგორიაში თამაშდებოდა. საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე 2000 წელს შექვსი, 2004 წელს ექვსი, 2008 წელს ხუთი, 2012 წელს კი შვიდი მოჭიდავით წარდგა.
2016 წლიდან ოლიმპიური მედლები ექვს წონით კატეგორიაში თამაშდება და საქართველო რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე სრული გუნდი ჰყავდა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი სამი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ასპარზობდა.
მასალა განახლდება