"თუ კვარაცხელია ოქროს ბურთს მოიგებს, ბედნიერი ვიქნები. რადგან ამას ისიც იმსახურებს. ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მისი ჩატარებული სეზონი გამორჩეული იყო. ოქროს ბურთის მოგებას სწორედ ამიტომ იმსახურებს. - ამის შესახებ ფრანგული საფეხბურთო კლუბ "პარი სენ-ჟერმენის"( PSG)ფეხბურთელმა, "ოქროს ბურთის" მფლობელმა, უსმან დემბელემ განაცხადა.
"მე არ მიყვარს საკუთარი თავის წინ წამოწევა. რთულია საკუთარი თავის წინ წამოწევა. მწვრთნელი ყოველთვის გვახსენებს, რომ საკუთარ თავზე ფიქრის ნაცვლად წინ პლანზე გუნდი უნდა დავაყენოთ. საბოლოო ჯამში ეს ნორმალურიცაა და როგორც უკვე ვთქვი, ყველაზე მთავარი ის მომენტებია, რომელსაც თანაგუნდელებთან ერთად, მოედანზე ატარებ.
ასევე, სიხარულის წუთები, როდესაც ტიტულებს იგებ და ის თუ ვისთან ერთად აღნიშნავ ამას. შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად და მთლიანად პარი სენ-ჟერმენის კლუბთან ერთად. სწორედ ეს არის ყველაზე კარგი წუთები. სწორედ ეს გვანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას. " - განაცხადა დემბელემ.
თარგმანი News Makers
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის ოქროს ბურთის ნომინანტად ოფიციალურად დასახელდა!








