„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ შუქრუთის მაღაროში ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ განცხადებით, დღეს შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რასაც კომპანიის ცვლის უფროსი დ.კ. ემსხვერპლა.
„ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოებები დგინდება. მომხდარის შესახებ კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და თანადგომას ვუცხადებთ მათ ამ მძიმე დროს.
დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით“, – ნათქვამია განცხადებაში.




