მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის I ჯგუფის მესამე ტურის მატჩი საქართველომ საბერძნეთში გამართა.

უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე მატჩის პირველი მეოთხედი მასპინძლებმა შვიდი ქულით მოიგეს, რასაც ქართველმა კალათბურთელებმა მეორე მეოთხედის 11-ქულიანი სხვაობით მოგებით უპასუხეს და შესვენებისთვის სამი ქულით დაწინაურდნენ.

მესამე პერიოდში მასპინძლებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს, უაღრესად დაძაბული მეოთხე პერიოდის შემდეგ კი ტაბლომ თანაბარი ანგარიში დააფიქსირა

ოვერტაიმში ბერძნები 7 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ ქართველები არ დანებდნენ, ბოლომდე იბრძოლეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდევაც

საბერძნეთი — საქართველო 75:75 (27:20, 11:21, 21:20, 16:14)
ოვერტაიმი 13:17 
საბოლოო 88:92

საქართველოს  ნაკრებს ქულები შესძინეს:

მარკიზ რიდმა — 30 ქულა
თორნიკე შენგელიამ — 25 ქულა
დუდა სანაძემ — 13 ქულა
გიორგი კორსანტიამ — 8 ქულა
გიორგი ოჩხიკიძემ — 7 ქულა
ალექსანდრე მერკვილაძემ — 5 ქულა
რატი ანდრონიკაშვილმა — 4 ქულა


ამავე ჯგუფში მოასპარეზე ესპანელებმა მონტენეგროში გაიმარჯვეს, პორტუგალიის და უკრაინის შეხვედრა კი ამ წუთებში ჯერ კიდევ გრძელდება. 

მონტენეგრო — ესპანეთი 62:93 (17:15, 17:26, 16:31, 12:21)


პორტუგალია — უკრაინა 95:90 (25:25, 17:23, 28:19, 25:23)




დარჩენილი შეხვედრები:

29.11.26 საქართველო — პორტუგალია
29.11.26 უკრაინა — მონტენეგრო 
29.11.26 ესპანეთი — საბერძნეთი 

26.02.27 მონტენეგრო — საქართველო
26.02.27 პორტუგალია — ესპანეთი
26.02.27 საბერძნეთი — უკრაინა

01.03.27 საქართველო — საბერძნეთი
01.03.27 უკრაინა — პორტუგალია
01.03.27 ესპანეთი — მონტენეგრო

მასალა ბოლოს 01:27 საათზე განახლდა

მოამზადა რაულ კაპანაძემ