უეფას ერთა ლიგაზე მეორე ტურის მეორე სათამაშო დღის რვავე შეხვედრა დასრულდა.
უეფას ერთა ლიგის A-2 ჯგუფში იტალიამ ბუდაპეშტის „ბოჟიკ არენაზე" ნომინალურ მასპინძელს, ისრაელს სძლია და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
ისრაელი - იტალია 2:1(0:1)
გოლები: 38' დავიდე ფრატეზი 0:1, 62' მოიზ კინი 0:2, 90' მოჰამედ აბუ ფანი 1:2
პირველ ტურში შინ განცდილი მარცხის შემდეგ შეხვედრა მოგებით დაასრულა საფრანგეთმა. მან ბელგიას სძლია.
საფრანგეთი - ბელგია 2:0(1:0)
გოლები: 29' რენდალ კოლო-მუანი 1:0, 57' უსმან დემბელე 2:0
B-3 ჯგუფში ნორვეგიამ ავსტრია შეხვედრის 83-ე წუთზე ერლინ ჰოლანის მიერ გატანილი გოლით დაამარცხა.
ნორვეგია - ავსტრია 2:1(1:1)
გოლები: 9' ფელიქს მიურე 1:0, 37' მარსელ ზაბიტცერი 1:1, 83' ერლინ ჰოლანი 2:1
ამავე ჯგუფში სლოვენიამ ყაზახეთს ბენჟამინ სესკოს ჰეთ-ტრიკით სძლია.
სლოვენია - ყაზახეთი 3:0(2:0)
გოლები: 23'. 26', 63' ბენჟამინ სესკო 1:0, 2:0 და 3:0
B-4 ჯგუფში თურქეთმა ისლანდიას 3:1 მოუგო. სამივე გოლი ქერემ აქთურქოღლუმ გაიტანა
თურქეთი - ისლანდია 3:1(1:1)
გოლები: ქერემ აქთურქოღლუ 1:0, 37' ვიქტორ პალსონი 1:1, 52' ქერემ აქთურქოღლუ 2:1
ამავე ჯგუფში მონტენეგრომ შეხვედრის დაწყებიდან სამ წუთში ორი გოლი გაუშვა, თავად კი სტუმრების კარის ერთადერთხელ აღება მოახერხა და მეორე მარცხი განიცადა.
მონტენეგრო - უელსი 1:2(0:2)
გოლები: 1' კიფერ მური 0:1, 3' ჰარი ვილსონი 0:2, 73' დრიტონ კამაჟი 1:2
C-2 ჯგუფში თემურ ქეცბაიას კვიპროსმა სახლში გამანადგურებელი ანგარიშით იწვნია მარცხი კოსოვოსგან, ხოლო რუმინეთმა შეხვედრის ბოლო წუთებში შეძლო ლიეტუვას წინააღმდეგობის დაძლევა.
კვიპროსი - კოსოვო 0:4(0:2)
გოლები: 9' ვედატ მურაკი, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 21' ვედატ მურაკი 0:2, 48' ალბიონ რაჰმანი 0:3, 55' ლუმბარდ დელოვა 0:4
რუმინეთი - ლიეტუვა 3:1(1:1)
გოლები: 4' ვალენტინ მიჰაილა 1:0, 34' არმანდას კუჩისი 1:1, 87' რაზვან მარინი, თერთმეტმეტრიანიდან 2:1, 90+2' ალეშანდრო მიტრიტა 3:1
მასალა განახლებულია.