სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო.

დღეს საჭიდაო ხალიჩებზე 63-77-87-130კგ წონითი კატეგორიების ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვიდნენ.

77 კგ წონით კატეგორიაში თემურ ორჯონიკიძემ საკვალიფიკაციო წრეში ამერიკელი აიდინ იუჯინ რიქს მაკელჰინი 4:1 დაამარცხა, მერვედფინალში მოლდაველ ალექსანდრუ სოლოვეის 6:5 სძლია, მეოთხედფინალში შვედი კარლ ედვინ ჰუგო ბაფს 6:3 მოუგო, ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში კი უზბეკ  დონიიორხონ ნაკობოვი 6:2 აჯობა და ხვალ ოქროს მედლისთვის უკრაინელ ილფან მირზოევთან იჭიდავებს.

63 კგ წონაში რომეო ბერიძემ საკვალიფიკაციო წრეში ეგვიპტელ რადჰამ აიმან  ღარიბ ელსაიედთან 0:7 წააგო, მან კი ფინალამდე ვერ გააღწია და ბქართველი სპორტსმენი ასპარეზობას გამოეთიშა.

87 კგ წონაში აჩიკო ბოლქვაძე უკრაინელ ივან ჩმირთან 1:1-ზე დამარცხდა, უკრაინელი ფინალში გავიდა და ხვალ ბოლქვაძე რეპეშაჟიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას. მისი პირველი მეტოქე სერბი ანდრია მიჰაილოვიჩი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი მედლისთვის პოლონელ პატრიკ იულიან გორდონთან შეხვედრის უფლების მოსაპოვებლად ფრანგ ვლადიმერ ქარჩაიძესთან მოუწევს ჭიდაობა.

130 კგ წონაში საბა ჭილაშვილმა მერვედფინალში ირანელ ფარდინ შაბან ჰედაიატთან 0:9 წააგო. ირანელი მოჭიდავე ფინალში გავიდა და საბა ჭილაშვილი ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იჭიდავებს.  რეპეშაჟის ნახევარფინალში იგი   ყირგიზ ნურბოლოტ ტოკტონოგოვთან იჭიდავებს, გამარჯვების შემთხვევაში კი უნგრელ ლასლო დარაბოსთან.