საქართველოს პრეზიდენტი დღეს საქართველო-პორტუგალიის მატჩს დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
 

„საქართველოს პრეზიდენტი დღეს  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ გელზენკირხენში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო - პორტუგალიის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს“, - წერია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთდღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.

საქართველო-პორტუგალიის მატჩი საქართველოს დროით ზუსტად 11 საათზე დაიწყება.