საქართველოს ისტორიაში პირველად, აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრება ბულგარეთში, პლოვდივში იმართება სადაც 20-ზე მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.