მსოფლიო თასის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი შეხვედრები გაიმართა.

თურქეთში, „ქოჩაელი სტედიუმზე“, თურქეთის და საქართველოს ნაკრები გუნდების შეხვედრაში, პირველი ტაიმში მასპინძლები დომინირებდნენ და მათ სტუმრებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

მეორე ტაიმის დაწყებიდან შვიდ წუთში თურქებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და შეხვედრაში გამარჯვებულის შესახებ კითხვა მოხსნეს. 

65-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა ერთი გოლი გაქვითა, დარჩენილ დრტოში კი ანგარიში აღარ შეცვლილა.

თურქეთი - საქართველო 4:1(3:0)
გოლები: 14' ქენან ილდიზი 1:0, 22' მერიჰ დემირალი 2:0, 35' იუნუს აკგუნი 3:0, 52' მერიჰ დემირალი 4:0, 65' გიორგი ქოჩორაშვილი 4:1

საქართველო 
გიორგი მამარდაშვილი (flashscore, შეფასება - 5.3) - ოთარ კაკაბაძე (შეფასება 7.0) - ლუკა ლოჩოშვილი (შეფასება - 6.0) - საბა გოგლიჩიძე (შეფასება - 6.2) - გიორგი გოჩოლეიშვილი (შეფასება 6.3) - ოთარ კიტეიშვილი (შეფასება 6.1, შეცვლა 65' ნიკა გაგნიძე, შეფასება - 6.5) - ანზორ მექვაბიშვილი (შეფასება 6.1) - გიორგი ქოჩორაშვილი (შეფასება - 6.8) - ზურიკო დავითაშვილი (შეფასება - 7.3, შეცვლა 71' საბა ლობჟანიძე, შეფასება - 6.2) - გიორგი მიქაუტაძე (შეფასება 5.9,  შეცვლა 46' ბუდუ ზივზივაძე, შეფასება - 5.9) - ხვიჩა კვარაცხელია (შეფასება - 6.5)
მწვრთნელი - ვილი სანიოლი


ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანეთმა ბულგარეთი დამარცხა

ესპანეთი - ბულგარეთი 4:0(1:0)
გოლი; 35' და 57' მიკელ მერინო 1:0 და 2:0, 79' ატანას ჩერნევი, საკუთარ კარში 3:0, 90+2' მიკელ ოიარსაბალი 4:0

E ჯგუფი
პორტუგალია - უნგრეთი 2:2(2:1)
გოლები: 8' ატილა სალაი 0:1, 22' და 45+3' კრიშტიანუ რონალდო 1:1 და 2:1, 90+1' დომინიკ სობოსლაი 2:2

ირლანდია - სომხეთი 1:0(0:0)
გოლი: 70' ევან ფერგიუსონი
გაძევება: ტიგრან ბარსეგიანი (სომხეთი, წითელი ბარათი)



I ჯგუფი
ესტონეთი - მოლდოვა 1:1(1:0)
გოლები: 12' მატიას კაიტი 1:0, 64' სტეფან ბოდისტეანუ 1:1

იტალია - ისრაელი 3:0(1:0)
გოლები; 45+2' მატეო რეტეგი , თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 74' მატეო რეტეგი 2:0, 90+3' ჯანლუკა მანჩინი 3:0

K ჯგუფი
ლატვია - ინგლისი 0:5(0:3)
გოლები: 26' ენტონი გორდონი 0:1, 44' ჰარი კეინი 0:2, 45+4' ჰარი კეინი, თერთმეტმეტრიანიდან 0:3, 59' ანდრეის ციგანიკსი, საკუთარ კარში 0:4, 86' ებერეჩი ეზე 0:5

ანდორა - სერბეთი 1:3(1:1)
გოლები: 17' გიიომ ლოპესი 1:0, 19' კრისტიან გარსია, საკუთარ კარში 1:1, 54' დუშან ვლაჰოვიჩი 1:2, 77' ალექსანდარ მიტროვიჩი, თერთმეტმეტრიანიდან 1:3