საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა! - ამის შესახებ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა საქართველო-პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების თამაშის შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრა ძალიან დაბალი ინტენსივიბით დავიწყეთ. გოლი მალე გავუშვით, რაც ასე სჭირდებოდა საქართველოს ნაკრებს. მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. შევეცადეთ, გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით და მათ ამით თავდაჯერება შეიძინეს. საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!
ჩვენ დაცვის სტრუქტურაზე ვიმუშავეთ, გვსურდა მათი კონტრშეტევები შეგვეჩერებინა. გოლის ადრე გაშვებამ ჩვენ რწმენაში ეჭვი შეიტანა. რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენე, რათა მერვედფინალისთვის მოემზადონ. VAR-ი არათანმიმდევრული იყო. საქართველომ ძალა და ენერგია აჩვენა. მეტი ინტენსივობა გვჭირდება. ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა!", - აღნიშნა მან.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.