არც ვიცი რა კომენტარი გავაკეთო, წარმოუდგენელი ემოციებია. ბიჭებთან ვიყავით, მივულოცეთ, მართლაც სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა.
„ყველას მადლობაზე მეტი ეკუთვნის. საოცრებაა, იბრძოლეს ბოლომდე. ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს ქართველებს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და მადლობა მათ. პირველი ევროპის ჩემპიონატია და პირველივეზე როცა ჯგუფიდან გადიხარ, ეს არის მართლა საოცრება. მადლობა ყველას. პორტუგალიამ ბოლომდე იბრძოლა, ასეთი გუნდი რომ დავამარცხეთ, ეს კიდევ უფრო დასაფასებელია. ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები მოგებისთვის გავლენ. ვნახოთ, ყველაფერი შესაძლებელია“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.