პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ძიუდოისტთა ასპარეზობა 100 კგ წონით კატეგორიაში.
პარიზის ოლიმპიური თამაშების 100 კგ წონით კატეგორიის ძიუდოისტთა ფინალურ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონ, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევი ვაზარით იგებდა, მაგრამ შეხვედრის დამთავრებამდე 8 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და დამარცხდა.
ილია სულამანიძემ საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ვერცხლის მედალი მოუტანა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელები ისრაელელი პიტერ პალჩიკი და უზბეკი მუზაფარბეკ ტურობოევი გახდნენ. მათ გადამწყვეტი ორთაბრძოლებში, შესაბამისად, შვეიცარიელ დანიელ აიხთან და ესპანელ ნიკოლოზ შერაზადიშვილთან გაიმარჯვეს.