მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამხრეთ ამერიკის ჯგუფში მეორე წრის მესამე ტურის მატჩები დასრულდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ გამსვლელ ექვს გუნდში მოხვედრის შანსის პრაქტიკულად არმქონე, მაგრამ პლეი ოფში მოსახვედრად ჯერ კიდევ მებრძოლმა პერუმ დიდი ბრძოლა გაუმართა მასპინძლებს, არგენტინელებს, თუმცა საბოლოოდ დამარცხებას ვერ გადაურჩა და სატურნირო ცხრილის ფსკერზე აღმოჩნდა.

არგენტინა - პერუ 1:0(0:0)
გოლი: 55' ლაუტარო მარტინესი


სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფმა ურუგვაიმ ბრაზილიაში ფრედ დაასრულა შეხვედრა.

ბრაზილია - ურუგვაი 1:1(0:0)
გოლები: 55' ფედერიკო ვალვერდე 0:1, 62' გერსონი 1:1


ეკვადორმა სტუმრად კოლუმბიას შეხვედრის პირველ წუთებში გაუტანა გოლი, შემდეგ კი, მოთამაშის გაძევების  და უმცირესობაში 56 წუთის განმავლობაში ყოფნის მიუხედავად შეძლო ანგარიშის შენარჩუნება და მესამე ადგილზე გადანაცვლება. 

კოლუმბია - ეკვადორი 0:1(0:1)
გოლი: 7' ენერ ვალენსია
გაძევება: 34' პიერო ჰინკაპი (ეკვადორი, წითელი ბარათი)



ჩილემ სახლში ვენესუელა დაამარცხა და ბოლო ადგილს დააღწია თავი.

ჩილე - ვენესუელა 4:2(3:2)
გოლები: 13' ჯეფერსონ სავარინო 0:1, 20' ედუარდო ვარგასი 1:1, 22' რუბენ რამირესი 1:2, 29' ტომას რინკონი, საკუთარ კარში 2:2, 38' და 47' ლუკას სეპედა 3:2 და 4:2


ბოლივიამ შანსი ვერ გამოიყენა და მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელ მეექვსე ადგილზე მყოფ პარაგვაისთან 4-ქულიანი ჩამორჩენა ვერ შეამცირა.

მეექვსე ადგილზე
გოლები: 15' ერვინ ვაკა მორენო 1:0, 71' მიგელ ალმირონი 1:1, 80' მიგელიტო,  თერთმეტმეტრიანიდან 2:1, 90+1' ხულიო ენსისო 2:2