დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში გრძელდება ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი.

ქალთა შორის ფიგურულ სრიალში 2023 წლის ევროპის ჩემპიონმა და 2024 და 2025 წლების ევროპის ვიცე-ჩემპიონმა, ანასტასია გუბანოვამ, თავისუფალი პროგრამით თავის საუკეთესო შედეგზე 13,2 ქულით ნაკლები აჩვენა, მაგრამ ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ შარშანდელ ევროპის ჩემპიონს, ესტონელ ნინა პეტროკინას ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა.


მოკლე პროგრამით ასპარეზობის ჩაგდება თავისუფალი პროგრამით წარმატებით გამოსვლამ მხოლოდ ნაწილობრივ გადაფარა და ანასტასია გუბანოვა მედალს ვერ შეწვდა. მან მეხუთე ადგილი დაიკავა.