პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„გილოცავთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალშია.
ამასთან, საქართველო-რუმინეთის მატჩზე, ტრადიციულად, გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ მეცხრამეტედ მოიგეს“, - წერს იგი.
43:5 საქართველოსა და რუმინეთის რაგბის ნაკრებების დაპირისპირება საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალშია. საქართველო-რუმინეთის მატჩზე, ტრადიციულად, გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ მეცხრამეტედ მოიგეს.