ატლანტაში, „მერსედეს-ბენც სტედიუმზე“, ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მორიგი მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მერვედფინალში ლიონელ მესის „მაიამის „ინტერი“ გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩის ბედი გადაწყდა შეხვედრის პირველ ნახევარშივე, როცა პარიზელთა ოთხ გოლს მაიამელებმა კარში ზუსტად დარტყმული ერთი ბურთითაც კი ვერ უპასუხეს.
ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore - 7,1) მინდორზე ბოლო წუთამდე იყო.
„პარი სენ-ჟერმენი“ - „ინტერი“ მაიამი 4:0(4:0)
გოლები: 6' და 39' ჟოაუ ნევეში 1:0 და 2:0, 44' ტომას ავილესი 3:0, 45+3' აშრაფ ჰაკიმი 4:0
მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ რიო-დე-ჟანეიროს „ფლამენგოს“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.