უეფა-მ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
ხვიჩა კვარაცხელია მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო. გოლის გარდა, მან კარში ზუსტად ორჯერ დაარტყა, ორიდან ორი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, რვა დუელი მოიგო და მეტოქეები ოთხჯერ დააჯარიმა.
საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7.9 ქულით შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ჩეხეთთან საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი აირჩიეს.
საქართველომ ევრო-2024-ზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და პლეი-ოფში გავიდა