"პარი სენ-ჟერმენშის" საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია "მონაკოს" წინააღმდეგ სადებიუტო გოლი გატანის შემდეგ აცხადებს, რომ ფრანგული კლუბში პირველი გოლით ბედნიერია.
"მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვარ. საუკეთესოა, ასეთ სტადიონზე და ასეთი გულშემატკივრების წინაშე გოლის გატანა. ძალიან მსურდა, რომ პირველი გოლი მალევე გამეტანა. აქ ყველა შესანიშნავად მექცევა და ბედნიერი ვარ, რომ პარი სენ-ჟერმენში ვთამაშობ. მინდა წინსვლა გავაგრძელო და კიდევ უფრო მეტი მივცე ამ კლუბს," - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ PSG-ის მაისურით, "მონაკოს" წინააღმდეგ სადებიუტო გოლი გატანის შემდეგ.