იტალიის სერია A-ში მეორე ტურის დღევანდელი შეხვედრები დასრულდა.
პირველ ტურში ვერონასთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ „ნაპოლიმ" საკუთარ მინდორზე „ბოლონიას" დამარცხება შეძლო და გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა, რომ შარშანდელი წარუმატებელი სეზონის შემდეგ წელს კვლავ პირველობისთვის იბრძოლებს.
შეხვედრის პირველი ტაიმის კომპენსირებული დროის მე-2 წუთზე, შეტევაში მყოფი „ნაპოლის" ფეხბურთელებმა, საჯარიმოს მარჯვენა ფლანგის კუთხიდან საჯარიმოს წინა ხაზის ცენტრისკენ და უკან, კარიდან დაახლოებით 22-23 მეტრის დაშორებით მყოფ ხვიჩა კვარცხელიას დაუგორეს ბურთი, მან კი ერთი შეხებით ისე შეუგდო საჯარიმოში ჯოვანი დი ლორენცოს, რომ იგი მეკარესთან პირისპირ დატოვა და კაპიტანმა ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში.
75-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თავი უკვე გოლით გამოიჩინა. საჯარიმო ხაზთან მიახლოებისას მან ძლიერად დაარტყა კარისკენ, ბურთი „ბოლონიას" მცველს მოხვდა ფეხზე და მეკარის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაეხვია ბადეში.
flashscore-ს შეფასებით ხვიჩა კვარაცხელიამ 8,9 ქულა დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
„ნაპოლიმ" ამ გამარჯვებით განვლილ სეზონში, მარტის დასაწყისში, „იუვენტუსთან" 2:1 გამარჯვების შემდეგ დაწყებული რვამატჩიანი მოგების გარეშე სერია დაასრულა.
„ნაპოლი" - „ბოლონია" 3:0(1:0)
გოლები: 45+2 ჯოვანი დი ლორენცო 1:0, 75' ხვიჩა კვარაცხელია 2:0, 90+5 ჯოვანი სიმეონე
„რომა" - „ემპოლი" 1:2(0:1)
გოლები: 45' ემანუელ გიასი 0:1, 61' ლორენცო კოლომბო, თერთმეტმეტრიანიდან 0:2, 80' ელდორ შომუროდოვი 1:2