უეფას კონფერენც ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრის საპასუხო მატჩები გაიმართა
ქუთაისის „ტორპედომ“, რომელსაც პირველი შეხვედრა შინ 4:3 მოიგო, საპასუხო შეხვედრაში ირაკლი ბიძინაშვილის მიერ მე-13 წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლები 49-ე წუთზე რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდნენ სოლომონ კვირკველიას მინდვრიდან გაძევების გამო და მატჩის ბედი ძნელად პროგნოზირებადი შეიქმნა.
ქუთაისელებმა მასპინძელთა შეტევებს 90+6' წუთამდე გაუძლეს და ამ დროს გაშვებული გოლი „ორდობასს“ მხოლოდ შეხვედრის ფრედ დასასრულებლად ეყო.
„ორდობასი“ შიმკენტი - „ტორპედო“ ქუთაისი 1:1(0:1)
გოლები: ირაკლი ბიძინაშვილი 0:1, 90+6' აბილაიხან ჟუმაბეკი 1:1
გაძევება: 49' სოლომონ კვირკველია („ტორპედო“, მეორე ყვითელი)
გორის „დილამ“ საპასუხო შეხვედრა ლუქსემბურგის „რასინგთან“ შინ გამართა. მატჩის ერთადერთი გოლი გორელმა იბრაჯომა დრამემ 90+1' წუთზე გაიტანა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა სტუმრებს ასევე წაგებული ჰქონდათ და შემდეგ ეტაპრზე „დილა“ გავიდა.
„დილა“ გორი - „რასინგი“ ლუქსემბურგი 1:0(0:0)
გოლი: 90+1' იბრაჰიმა დრამე
გაძევება: 35' რომენ რუფიე („რასინგი“, წითელი ბარათი)
კონფერენც ლიგის მეორე ეტაპის პირველ შეხვედრას ქუთაისის „ტორპედო“ კვიპროსის „ომონიასთან“, გორის „დილა“ კი რიგის „რიგასთან“ გამართავს. ორივე შეხვედრა 24 ივლისს, მეტოქეთა მინდვრებზე გაიმართება