საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი შედის ოქროს ასოებით, რადგან ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, - ასე მიმართა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივარს თბილისის მერმა კახა კალაძემ სცენიდან.
„რთულია ისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეული წლებია ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება. ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი შედის ოქროს ასოებით, რადგან ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს!