საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული გუნდის ჩეხეთთან თამაშს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მთავრობის მეთაური საქართველოს ნაკრებს მადლობას უხდის.
“ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა, 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!!!
26 ჩვენი დღეა!!! მადლობა ბიჭებს!!!”, - აღნიშნავს პრემიერი.
საქართველომ ჩეხეთთან შეხვედრაში ისტორიული პირველი ქულა მოიპოვა